საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მონტენეგროსთან ცნობილია - გველესიანი და მიქაუტაძე კვირკველიასა და ზივზივაძის ნაცვლად #1TVSPORT
ვილი სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება.
ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა და ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ევრო 2024-მდე ბოლო მატჩში ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომელმაც 26 მარტს საბერძეთთან ითამაშა, ცვლილებები განახორციელა.
საბა კვირკველიას ნაცვლად, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს, შემადგენლობაში სადებიუტო თამაშს გიორგი გველესიანი ჩაატარებს, ხოლო თავდასხმაში, ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად, გიორგი მიქაუტაძეა.
საქართველოს ნაკრები: მამარდაშვილი – კაშია, დვალი, გველესიანი – კაკაბაძე, შენგელია – ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე.
მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ამხანაგური მატჩი
9 ივნისი | მონტენეგრო – საქართველო | 22:45