საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, რომელიც კვირას, 17 თებერვალს შედგება.

უკანა ხაზი:

ლაშა ხმალაძე
გიორგი აფციაური
ზურაბ ძნელაძე
გიორგი კვესელაძე
სანდრო თოდუა
თედო აბჟანდაძე
ვასილ ლობჟანიძე

შერკინება:

გურამ გოგიჩაშვილი
შალვა მამუკაშვილი
ლევან ჩილაჩავა
ნოდარ ჭეიშვილი
გიორგი ნემსაძე
გიორგი თხილაიშვილი
გიორგი ცუცქირიძე
ბექა გორგაძე

ერთი კვირის წინ რუმინეთთან კლუჟში მოგებული (18:9) მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა ხაზი უცვლელი დატოვა. ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელმაც რუმინეთთან 70-ე კეპი მოიხვეჭა; ცენტრში გიორგი კვესელაძე და ზურაბ ძნელაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი აფციაური დადგებიან; ხოლო ღერძზე ზედიზედ მეოთხე თამაშია ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის დუეტი იქნება.

შერკინების სამივე ხაზში თითო ცვლილებაა: პირველ ნომრად და კვაჭად ადგილი შეინარჩუნეს გურამ გოგიჩაშვილმა და შალვა მამუკაშვილმა, ხოლო მარჯვენა ბურჯად თამაშს ლევან ჩილაჩავა იწყებს, რომელიც კლუჟში მარაქაფაში იყო; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც რუმინეთში ასევე მარქაფაში იყო; მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა გიორგი თხილაიშვილიც, მეორე ფლანკერი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო შემკვრელი რუმინელებთან მეორე ლელოს ავტორი ბექა გორგაძე იქნება.

ძნელაძე, გორგაძე და ცუცქირიძე ზედიზედ მეხუთე თამაშს იწყებენ; ბოლო 23 თამაშია განაცხადშია და 21-ჯერ სასტარტო იყო ლობჟანიძე (ზედიზედ მე-12-ედ ძირითადში); ზედიზედ მე-19 სანაკრებო მატჩს ატარებს მამუკაშვილი; ბოლო 13 შეხვედრიდან 12-ჯერ იყო სასტარტოში ხმალაძე (ზედიზედ 8-ჯერ); ხოლო კვესელაძე ბორჯღალოსნების კვართს მიჯრით მე-15-ედ (სულ 16 კეპი) მოირგებს.

თადარიგი:

მირიან მოდებაძე
ლაშა მალაღურაძე
გიორგი ბეგაძე
გიორგი ჭყოიძე
ბექა გიგაშვილი
გიორგი მელიქიძე
გრიგორ ქერდიყოშვილი
გიორგი ჯავახია

ბორჯღალოსანთა კვართს ესპანეთთან პირველად ორი მორაგბე მოირგებს. ისინი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ერთ-ერთი მათგანი ‘ლელო-სარასენსის’ მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილია, რომელიც გუნდთან ერთად ნოემბრის თიბისი რაგბის სერიების დროსაც ვარჯიშობდა, ხოლო მეორე ‘ორიაკის’ 22 წლის მესამეხაზელი გიორგი ჯავახიაა, რომელმაც პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში 8-ჯერ ითამაშა.

მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის კვირას, 17 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.