საქართველოს ნაკრების შემადგენლობა „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირის ვაისის გუნდი 12 ნოემბერს ანდორაში შეიკრიბება. უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა ანდორას წინააღმდეგ 15 ნოემბერს შედგება. ქართველი ფეხბურთელები წლის ბოლო ოფიციალურ მატჩს 19 ნოემბერს ყაზახეთის წინააღმდეგ, „დინამო არენაზე“ გამართავენ.

ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

 

ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ვერ დაეხმარებიან.