საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ამერიკიდან მოდიან, ზივზივაძე ისევ „თამაშგარეშია“
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - ამერიკიდან მოდიან, ზივზივაძე ისევ „თამაშგარეშია“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე შედგება. 11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება.

უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა. სიაში კვლავ არ არის უნგრეთის ვიცეჩემპიონჰეფერვარის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე. სამაგიეროდ, არიან ამერიკაში, „სან-ხოსეს“ ქართველი ლეგიონერები: გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებმაც სექტემბრის სანაკრებო თამაშებში ჩამოსვლა ვერ შეძლეს.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე – ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

 

მატჩების განრიგი

8 ოქტომბერი – 20:00

საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი – 20:00

სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი – 22:45

ჩრდილოეთ მაკედონია- საქართველო