საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ალბანეთთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, კაშია (კაპ), დვალი, გველესიანი, კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
პირველ ტურში საქართველომ საკუთარ მოედანზე ჩეხეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია, ალბანეთმა კი უკრაინას 2:1 მოუგო და მეორე ადგილს იკავებს.