საქართველოს ნაკრების შეკრებას გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა - გუნდი ევრო 2024-ისთვის მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების შეკრებას გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა - გუნდი ევრო 2024-ისთვის მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდა. გუნდი ევრო 2024-ისთვის მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს, – ინფორმაციას ნაკრების პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან ყველაზე გვიან გამოცხადდა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი ოფში „მეცს“ „სენტ ეტიენთან“ ორმატჩიან დუელში ეხმარებოდა.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია მიწვეული. ტურნირამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.