საქართველოს ნაკრების შეკრებამდე ჩაკვეტაძემ ბავშვებთან ივარჯიშა [ვიდეო]
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიაში ივნისის საკონტროლო მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო.
დაბა ბადჰერინგში 26 მაისს საქართველოს ნაკრებში გამოცხადებულ 12 ფეხბურთელს შორის ერთ-ერთი ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გახლდათ.
18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა, „ბრიუგესთან“ მოგებულ შეხვედრაში (0:1) მონაწილეობდა და „გენტს“ ამ წარმატებასა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
სანაკრებო შეკრებამდე, გიორგი თბილისში იმყოფებოდა და სანამ ნაკრებთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრებოდა, თავის უბანში, მოსკოვის გამზირზე მდებარე სტადიონზე ბავშვებთან ერთად ივარჯიშა, რითიც მათში მოტივაცია გაზარდა.
ვიდეო „ფეისბუქზე“ გიორგი ჩაკვეტაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.