საქართველოს ნაკრების მორიგი წინსვლა - „ჯვაროსნები“ ფიფა-ს რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდნენ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 66-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც 21-ე საუკუნეთში ჩვენი ეროვნული გუნდის მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
საქართველოს ნაკრებმა 2024 წელი 77-ე ადგილზე დაიწყო, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისა და თამაშის შემდეგ 70-ე პოზიციაზე აღმოჩნდა, ახლა კი პოზიცია კიდევ 4 საფეხურით და 16.81 ქულით გაიმჯობესა და 66-ე ადგილზეა.
1 არგენტინა 1889.02
2 საფრანგეთი 1851.92
3 ესპანეთი 1836,42
4 ინგლისი 1817.28
5 ბრაზილია 1772.02
6 ბელგია 1768.14
7 ნიდერლანდები 1759.95
8 პორტუგალია 1752.14
9 კოლუმბია 1738.72
10 იტალია 1726.31
————————
66 საქართველო 1378.22
საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ორი თამაში ჩაატარა და ორივე მოიგო – ჩეხეთთან (4:1) და ალბანეთთან (1:0). ფიფა-ს რეიტინგში კი გადაასწრო ალბანეთს (67), განას (70), ისლანდიას (71), ასწრებს ბოსნიას (75), ისრაელს (79), ბულგარეთს (81)…