საქართველოს ნაკრების მეტოქეს კუჩუკი გაწვრთნის - ბელარუსი ტელეწამყვანის ვერსია
საქართველოს ნაკრების მეტოქეს კუჩუკი გაწვრთნის - ბელარუსი ტელეწამყვანის ვერსია

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ცნობილი სპეციალისტი ლეონიდ კუჩუკი დაინიშნოს – ეს ინფორმაცია გადაცემაში „ვრემია ფუტბოლაბელარუსში ცნობილმა ტელეწამყვანმა, ნიკოლაი ხოდასევიჩმა გააჟღერა.

„გასული კვირის მთავარი სიახლე, რა თქმა უნდა, ლეონიდ კუჩუკის მინსკის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა იყო. ის ცნობილი სპეციალისტია და სამშობლოში იმიტომ არ ბრუნდება, რომ მხოლოდ მინსკის „დინამო“ ჩაიბაროს. ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ეს აკმაყოფილებდეს. ჩემი აზრით, ამ საქმეში ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი იური ვერგეიჩიკია გარეული. ჩემი ვარაუდია, რომ მას უთხრა, ჯერ მინსკის „დინამოში“ იმუშავოს, შემდეგ კი ნაკრებსაც ჩააბარებს. რა თქმა უნდა, ეს კარგი ვარიანტია“ – ამბობს ნიკოლაი ხადასევიჩი.

60 წლის ლეონიდ კუჩუკი ცნობილი ტირასპოლის „შერიფში“ მუშაობით გახდა. ასევე წარმატებით ავარჯიშებდა კიევის „არსენალს“, რუსეთში – „ყუბანს“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და „როსტოვს“. დასახელებულია სამი ქვეყნის, მოლდოვის (2009), უკრაინის (2011/12) და ბელარუსის (2013) საუკეთესო მწვრთნელად.