საქართველოს ნაკრების მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს - მიხეილ მარხელი სისწრაფეს დაგვიპირისპირებს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს - მიხეილ მარხელი სისწრაფეს დაგვიპირისპირებს
ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეს, ბელარუსს, ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს – იგორ კრიუშენკოს ნაცვლად, გუნდს საბჭოური პერიოდის მინსკის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე, მიხეილ მარხელი გაწვრთნის.
 
„ეს ძალიან მოულოდნელი შემოთავაზება იყო და დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩვენ სერიოზული ამოცანების გადავწყვეტა გვჭირდება. მიმაჩნია, რომ ნაკრებს „ახალი სისხლი“ ესაჭიროება. გუნდში ახალგაზრდებს დავაწინაურებ, მაგრამ ნელ-ნელა, ამან შედეგზე უარყოფითი გავლენა რომ არ მოახდინოს. ერთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრები კი მარტშია და „ახალი სისხლი“ ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ჩვენ თამაში საკუთარი კარიდან შორს უნდა ავწიოთ და სწრაფი კონტრშეტევები განვახორციელოთ“, – განაცხადა გადაცემა „სპორტკლუბში“ სტუმრობისას მიხეილ მარხელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს 2020 წლის მარტში შეხვდება. მატჩს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“ უმასპინძლებს.