2018 წლის წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე გუნდების ვინაობა ცნობილია.
რეზო ჩომახიძის გუნდი”ა” ჯგუფში გერმანიის, იტალიისა და უნგრეთის ნაკრებეთან ერთად იასპარეზებს.
“ბ” ჯგუფში მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი და ტურნისის მასპინძელი ეპანეთის ნაკრებები გადანაწილდნენ. “გ” ჯგუფში ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია და საბერძნეთი ითამაშებენ.
“დ” ჯგუფში რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი იასპარეზებენ.
წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბარსელონაში წელს 14 დან 28 ივლისამდე გაიმართება. საქართველოს წყალბურთელტა ეროვნული ნაკრები კონტინენტის უძლიერეს გუნდებს შორის უკვე მესამედ იასპარეზებს