საქართველოს ნაკრების მეტოქე ევრო 2024-ის პლეიოფში | ლუქსემბურგს თბილისში ლუკ ჰოლცი უხელმძღვანელებს - მან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე ევრო 2024-ის პლეიოფში | ლუქსემბურგს თბილისში ლუკ ჰოლცი უხელმძღვანელებს - მან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაცია კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუკ ჰოლცს, რომელიც ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებსი მეტოქეს 2025 წლის 31 დეკემბრამდე გაწვრთნის – ინფორმაციას გამოცემა Virgule ავრცელებს.

„დრო ხშირად ფეხბურთის მწვრთნელების წინააღმდეგ მოქმედებს. მისი სიტყვა აღარ ჭრის, გუნდი კომფორტის ზონიდან გადის, მეთოდი დაუძველდა… ბევრი არგუმენტი ჩნდება, რომლის გამო ნაკრებსა და მწვრთნელს შორის უფსკრული გაიზარდა. ამ ბუნებრივ კანონს მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტი გადაურჩა.

ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციამ მიიცნია, რომ ლუკ ჰოლცმა ამ გამოცდას გაუძლო და კონტრაქტის განახლების დრო დადგა. თავად მწვრთნელმა მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა. როგორც ამბობენ, მას რამდენიმე კლუბი დაუკაშირდა, მათ შორის – „ბრიუგე“. თუმცა, კონტრაქტის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჰოლცმა ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციას თანხობა განუცხადა.

ჰოლცმა ხელი მოაწერა ახალ ორწლიან ხელშეკრულებას ანუ 2025 წლის დეკემბრამდე და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე იმუშავებს. მან გუნდი ევრო 2024-ის პლეიოფისთვის უნდა მოამზადოს. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რომელმაც აიძულა ფედერაცია, მწვრთნელი არ შეეცვალა. საქართველოს ნაკრებთან გასამარჯვებლად (21 მარტს) ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და იმედია, გავალთ 26 მარტს დანიშნულ ფინალში, სახლში საბერძნეთს ან ყაზახეთს რომ ვუმასპინძლოთ.

ლუკ ჰოლცი ნაკრების ხელმძღვანელად 2010 წლის აგვისტოში დაინიშნა. ახლა მის წინაშე რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანაა. ლუქსემბურგის ნაკრები სწავლობს, ქულებს აგროვებს და ძველ კონტინენტს აიძულებს, ლუქსემბურგზე ილაპარაკოს. ახლა მას გაცილებით მეტი მოეთხოვება. იმედია, ახლა მაინც ვითამაშებთ დიდ ტურნირზე, რასაც მთელი ქვეყანა ელის.

ეს მუდმივი პროგრესი ხელს არ გვიშლის, რომ მწვრთნელი გავაკრიტიკოთ ექსპერიმენტული მიდგომის, თუ ლუქსემბურგის ლიგის ისეთი მოთამაშეების ბოიკოტის გამო, როგორებიც არიან არტურ აბრეუ ან ბენჟამინ ბრეში, რომლებიც გულშემატკივრებში პოპულარულებით სარგებლობენ.

თუმცა, გამარჯვებული მწვრთნელი ყოველთვის მართალია. და ასეთია ლუკ ჰოლცი, რომელსაც ფედერაციამ ევრო 2024-ის პლეიოფში ნაკრების ხელმძღვანელობა დაავალა“, – წერს ლუქსემბურგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პლეიოფში საქართველოს ნაკრები 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაშიც, 26 მარტს საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს საკუთარ ქვეყანაში შეხვდება.