საქართველოს ნაკრების მეტოქე - ერთა ლიგის მატჩებისთვის ბულგარელთა შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე - ერთა ლიგის მატჩებისთვის ბულგარელთა შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბულგარეთის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, მლადენ კრსტაიჩმა ერთა ლიგაზე გიბრალტართან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოახლოებული მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა.

მეკარეები: დანიელ ნაუმოვი (ცსკა 1948), სვეტოსლავ ვუცოვი (სლავია), ივან დიულგეროვი (ჩერნო მორე)

მცველები: ვალენტინ ანტოვი (მონცა), პეტკო ხრისტოვი (სპეცია), პლამენ გალაბოვი (მაკაბი ნეთანია), ხრისტო პეტროვი (ცსკა-სოფია), ვიქტორ პოპოვი (ჩერნო მორე, ივან ტურიცოვი (ცსკა-სოფია), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), მატეო სტამატოვი (ორენბურგი)

ნახევარმცველები: ილია გრუევი (ვერდერი), იანის კარაბელოვი (კიშვარდა), ივან იორდანოვი (ლუდოგორეცი), ფილიპ კრასტევი (ლევსკი), ილია სტეფანოვი (ლევსკი), იოან სტოიანოვი (ჰაოელი ბეერ-შევა)

თავდამსხმელები: ნიკოლა ილიევი (ინტერი),მარინ პეტკოვი (ლევსკი), გეორგი რუსევი (ცსკა 1948), კირილ დესპოდოვი (ლუდოგორეცი), რადოსლავ კირილოვი (ცსკა 1948), მარტინ მინჩევი (პრაღა სპარტა)

ბულგარეთის ნაკრები საქართველოს ორჯერ შეხვდა – რაზგრადში ვილი სანიოლის გუნდმა 5:2 მოიგო, თბილისში კი მატჩი 0:0 დაასრულა. ბულგარელები 23 სექტემბერს რაზგრადში გიბრალტარს უმასპინძლებენ, ხოლო 26 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას სკოპიეს ეწვევიან.