საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგაზე | უკრაინამ ამხანაგურ მატჩში ალბანეთი დაამარცხა #1TVSPORT

01:30, 01.04.2026

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, უკრაინის ეროვნულმა გუნდმა ვალენსიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში ალბანეთი 1:0 დაამარცხა.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერგეი რებროვისთვის ბოლო მატჩი იყო. უკრაინა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში შვედეთთან დამარცხდა (1:3) და მუნდიალს მიღმა დარჩა.

ალბანეთთან მატჩში ერთადერთი ბურთი 46-ე წუთზე ჟიტომირისპოლესიეს“ ფეხბურთელმა გუცულიაკმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები უკრაინას ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეორე ტურში დაუპირისპირდება – შეხვედრა 28 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

მსგავსი