საქართველოს ნაკრების მესამე მედალი ერევანში - ლაშა გურული ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მესამე მედალი ერევანში - ლაშა გურული ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლაშა გურულმა (67კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი დაძაბულ ორთაბრძოლაში ქულებით სერბ მოკრივესთან დამარცხდა.

ეს ჩვენი ნაკრებისთვის მესამე მედალი იყო კონტინენტის პირველობაზე. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე სახილ ალახვერდოვი და არტიუშ გომციანი ტურნირზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

დღეს ტურნირზე კონტინენტის ჩემპიონობისთვის კიდევ ერთი ქართველი მოკრივე იბრძოლებს. გიორგი ყუშიტაშვილი (86 კგ) მასპინძელ, სომეხ სპორტსმენთან გაარკვევს ოქროს მედლის ბედს.