საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის შეძენით „გალათასარაი“ დაინტერესდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი „გალათასარაის“ სატრანსფერო სიაშია, – ამის შესახებ გამოცემა „ჩემპიონატი“ იუწყება.
„თურქულ კლუბს ჯერ არ ჰქონია კონტაქტი მოსკოვის „დინამოსთან“ (კლუბი, რომელსაც მოთამაშის ტრანსფერი ეკუთვნის), მაგრამ დაუკავშირდა ფეხბურთელის გარემოცვას“, – ამტკიცებს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის საბა საზონოვმა 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და „ჯვაროსნების“ მაისურით ითამაშა როგორც ახალგაზრდულ, ასევე ეროვნულ ნაკრებში.
ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო U21 ევროპის ჩემპიონატზეც. მან ითამაშა ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში და ტურნირის მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებთან. ორმა პორტალმა საბა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.