კარგი ამბავია – საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების თითქმის ნახევარი გაიყიდა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
უფრო ზუსტად, ამ დროისთვის 25 717 ბილეთი გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ “დინამო” არენა” 55 ათასამდე მაყურებელს იტევს, შეხვედრის გამართვამდე 6 დღით ადრე კი ეს მშვენიერი მაჩვენებელია და დიდი ალბათობით, ყაზახეთთან შეხვედრაზე ტრიბუნები გაივსება.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის “დ” დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველო ლიდერობს და ბოლო ტურის მატჩში, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება.