საქართველოს ნაკრების მატჩებზე ბილეთების რეალიზაცია სალაროებში 28 მაისიდან დაიწყება #1TVSPORT
საქართველო – გიბრალტარის ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია იწყება. ერთა ლიგის C4 ჯგუფის პირველი ტურის მატჩის „დინამო არენაზე“ გაიმართება, სადაც სალაროებში ბილეთები 28 მაისიდან გაიყიდება.
ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენაზე სალაროები 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს. ბილეთების გაყიდვა ონლიან რეჟიმში, საიტზე TKT.ge 24 მაისიდან მიმდინარეობს. საქართველო – გიბრალტარის ბილეთებთან ერთად, ონლაინ რეჟიმში, გულშემატკივრებს ივნისის სანაკრებო მატჩებზე აბონემენტის შეძენის საშუალებაც აქვთ.
აბონემენტის მფლობელებს უეფა-ს ერთა ლიგის ორ მატჩზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ გამართავს. სფფ-ის ცნობით, აბონემენტის ყველა მფლობელს სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სახელობითი სკამი დახვდება.
ივნისის საშინაო სანაკრებო მატჩების გრაფიკი
2 ივნისი
20:00 საქართველო – გიბრალტარი
12 ივნისი
20:00 საქართველო – ბულგარეთი