საქართველოს ნაკრების ისტორიული ზღვარი - გუნდის ჯამური ფასი 50 მილიონამდე გაიზარდა
საქართველოს ნაკრების ისტორიული ზღვარი - გუნდის ჯამური ფასი 50 მილიონამდე გაიზარდა

ბოლოდროინდელი წაგებების ფონზე, საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი მოულოდნელად გაიზარდა და ისტორიული რეკორდი დამყარდა. ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ მოთამაშეთა განახლებული შეფასებები გამოაქვეყნა.

ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნახტომი დათა ხოჭოლავასთან დაკავშირებით მოხდა – მისი სატრანსფერო ფასი 3 მილიონიდან თითქმის ორმაგად გაიზარდა და 5 მილიონ ევრო გახდა. დონეცკის „შახტარის“ ცენტრალური მცველი საქართველოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სამეულშია და მხოლოდ საბა კვირკველიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს ჩამორჩება.

ივნისამდე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ ფასები განახლდა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველის, საბა კვირკველიას ფასმა 2 მილიონით მოიმატა და მისი ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონ ევრო გახდა.

საქართველოს ნაკრების ტოპ=10 

1 საბა კვირკველია 10,00 მლნ.

2 გიორგი ჩაკვეტაძე 9,00

3 დავით ხოჭოლავა 5,00

4 გიორგი ქვილითაია 2,50

5 გია გრიგალავა 1,75

6-9

ჯიმი ტაბიძე 1,50

ნიკა კვეკვესკირი 1,50

ოთარ კიტეიშვილი 1,50

ვალერი ყაზაიშვილი 1,50

10-11.

ლევან ხარაბაძე 1,25

ვალერიან გვილია 1,25

* ფასები მოცემულია ევროში