საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ექსტრაკლასას სიმბოლურში
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ექსტრაკლასას სიმბოლურში

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი – ლაშა დვალი, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გამოცემა pilkanozna.pl–მა დაასახელა.

გასულ უქმეებზე შჩეცინის „პოგონმა“ კრაკოვის „ვისლას“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველმა შეხვედრა „პოგონის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, კრაკოველთა თავდამსხმელები უშანსოდ ჩაკეტა და საერთოდაც, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ქართველი მცველი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და 9 მატჩი ჩაატარა. 11 ტურის შემდეგ “პოგონი” 13 ქულით ექსტრაკლასაში მე–10 ადგილზეა.