საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე - გოგა ბითაძის ტრავმის მკურნალობის დინამიკა დადებითია #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდმა უკვე გამართა სამი საკონტროლო შეხვედრა, რომელთაგან ბოლო ორში არ უთამაშია გოგა ბითაძეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნაკრების მთავარ ექიმს, თემურ ხვედელიძეს ვესაუბრეთ.
„გოგამ შეკრებაზე ბარძაყის სწორი კუნთის შუა სეგმენტის მცირე დაზიანება მიიღო.
ამ ეტაპისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს მან პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესის 70 პროცენტი სრულად ჩაატარა. შესაბამისად, როგორიც იქნება კლინიკური მდგომარეობა, შემდგომში ამის მიხედვით დაიტვირთება“.
12 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში იორდანიას დაუპირისპირდება. ითამაშებს თუ არა ბითაძე, ეს მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადასაწყვეტია, თუმცა რამდენად მზადაა მოედანზე გასასვლელად, ამის შესახებ თემურ ხვედელიძეს ვკითხეთ:
„რაც შეეხება იორდანიასთან მატჩს, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ არის, ითამაშებს თუ არა გოგა ბითაძე. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამაში ხელს არ შეუშლის“.