საქართველოს ნაკრების ათი ოქროს მედალი მკლავჭიდელთა ევროპის პირველობაზე #1TVSPORT
ფინეთის ქალაქ ლაუკაში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ფორმატში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს 17 ქვეყნის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა, ზვიად ხაჩიძემ ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ევროპის ჩემპიონატი მთლიანობაში 18 მედლით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მარჯვენა და მარცხენა მკლავით ორთაბრძოლებში ათი ოქროს, ექვსი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი აიღეს.