საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ქოჩორაშვილი თამაშში მატჩის მიწურულს ჩაერთო - „ლევანტემ“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ქოჩორაშვილი თამაშში მატჩის მიწურულს ჩაერთო - „ლევანტემ“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ის მე-6 ტურში „ალკორკონი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმის ბოლოს შევიდა.

ქართველი ნახევარმცველი თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. „ალკორკონი“ 29-ე წუთზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მთავარმა მსაჯმა მასპინძელთა მცველს, ხავიერ კასტროს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

„ლევანტემ“ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა. 36-ე წუთზე სტუმართა გათამაშებული კომბინაცია ორიოლ რეიმ დააგვირგვინა, ხოლო მე-80 წუთზე როჯერ ბრუგემ „ლევანტეს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ეს „ლევანტესთვის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ქოჩორაშვილის გუნდი 11 ქულით მე-5 ადგილზე დაწინაურდა და ჩამორჩენა შეამცირა ლიდერ „სარაგოსასთან“ (16 ქულა).