საქართველოს ნაკრები უელსთან 29:0 მარცხდება
საქართველოს ნაკრები უელსთან 29:0 მარცხდება

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს საქართველოს ნაკრები უელსის წინააღმდეგ თავის პირველ მატჩს მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ 29:0 აგებს.

ანგარიში უელსელებმა მატჩის დაწყებიდან 2 წუთში გახსნეს. ლელო უელსელთა შუამარბმა ჯონათან დევისმა დადო, გარდასახვა კი დენ ბიგარმა ვერ გაიტანა. დარჩენილ დროში უელსელებმა ერთი ჯარიმა, სამი ლელო და ამდენივე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და საკუთარ მონაგარს კიდევ 24 ქულა შესძინეს. ლელოები მე-12, მე-18 და 39-ე წუთზე ჯასტინ ტიპურიკმა, ჯოშ ადამსმა და ლიამ ვილიამსმა გაიტანეს. სამი გარდასახვა კი დენ ბიგარის ანგარიშზეა.