საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის ემზადება (ფოტოამბავი) | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში
საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის ემზადება (ფოტოამბავი) | ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

დღეს, თბილისის დროით 15:50 საათზე ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამ მატჩში გამარჯვებული მე-9-10 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული აქვს.

ბოლო შეხვედრა ჩვენმა გუნდმა რუსეთის ნაკრებთან გამართა და დრამატულ, დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 13:14 დამარცხდა.

საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბუდაპეშტიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.