საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და „ბასკონიას“ ყოფილი მოთამაშის ცსკ-ში გადასვლას გულშემატკვრებისა და საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
შენგელიას ესპანურ „ბასკონიასთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის საკუთარ რიგებში გადმოსაყვანად ყველაფერის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს მამუკა გორგოძემ და ვლადიმერ ბოისამ, რომლებმაც თორნიკე შენგელიას ახალ გუნდში წარმატება უსურვეს.