საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ბულგარეთთან მატჩისთვის მოემზადება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდა და ბულგარეთთან მატჩისთვის მოემზადება #1TVSPORT

უშუალო კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიასთან სკოპიეში შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა.

ვილი სანიოლის გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე მატჩისთვის დედაქალაქში მოემზადება. 12 ივნისის, „დინამო არენაზე“ დაგეგმილი შეხვედრის მონაწილე გუნდები, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 11 ივნისს ივარჯიშებენ.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე დინამო არენაზე საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მთავარი მწვრთნელები მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებენ.

11 ივნისის განრიგი – დინამო არენა

17:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში

19:30 ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

20:00 ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 12 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.