საქართველოს ნაკრები ტაილანდთან მატჩისთვის ემზადება - შეხვედრამდე მწვრთნელები მედიას შეხვდებიან #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ტაილანდსა და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.
10 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველო – ტაილანდის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს გუნდები მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ, ასევე გაიმართება მწვრთნელების პრესკონფერენცია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)
11 ოქტომბრის განრიგი:
ტაილანდის ნაკრები:
16:30 მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:00 ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
საქართველოს ნაკრები:
18:00 მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:30 ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)