ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან შეხვედრის შემდეგ მთვარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.
მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისის ზღვის ბაზაზე ჩაატარებს. გუნდს დაუბრუნდნენ „ანორთოსისის“ საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომლებმაც სომხეთთან მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვეს.
17 ნოემბრის განრიგი ასე გამოიყურება: 14:00 საათზე რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართავს, 17:15 საათზე ესტონელთა მწვრთნელის, კარელ ვულაიდის პრესკონფერენცია კი „დინამო არენაზე“ დაიგეგმა, სადაც ბალტიისპირელები 18:00 საათზე ივარჯიშებენ. 19:00 საათზე კი საქართველოს ნაკრების ვარჯიში „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება.
17 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)
საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრები 18 ნოემბერს, 21 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.