საქართველოს ნაკრები სკოპიეშია - „ჯვაროსნები“ გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადებიან #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთიდან ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას გამართავს.
სკოპიეში ეროვნული ნაკრები კვლავ 29 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში 8 ივნისს ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, მთავარი მწვრთნელი ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.
ორი ტურის შემდეგ ერთა ლიგის C4 ჯგუფს ექვსი ქულით საქართველო ლიდერობს. ჩრდილოეთ მაკედონიას ოთხი ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.
8 ივნისის განრიგი თბილისის დროით
საქართველოს ნაკრები
19:30 – მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
20:00 – ნაკრების ვარჯიში
ჩრდილოეთ მაკედონია
21:30 – მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
22:00 – ნაკრების ვარჯიში
ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის მატჩი 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102,3).