საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ტარდება.

საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში თურქეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ფინალში ჩვენი მეტოქე ნიდერლანდების ძლიერი ნაკრები იქნება. ევროპის ჩემპიონატზე თურქებთან საკუთარი შეხვედრები მოიგეს – ლუკა მაისურაძემ, საბა ინანეიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ. აღსანიშნავია, რომ ტურნირის პირველ წრეში მასპინძელი რუსეთის ნაკრები თურქეთთან დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ეთერ ლიპარტელიანი

 

მარიამ ჭანტურია

 

ლუკა მაისურაძე

 

საბა ინანეიშვილი

 

საქართველოს ნაკრები

კაცები: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე – 70კგ.), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).

შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდებს შორის ბოლო ევროპის ჩემპიონატი 2018 წელსაც რუსეთში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებს იმ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია, ჩემპიონი კი გერმანია გახდა.