საქართველოს ნაკრები სასტენდო სროლაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს ნაკრები სასტენდო სროლაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

იტალიის ქალაქ ლონატოში სტარტი აიღო ევროპირველობამ სასტენდო სროლაში. თავდაპირველად ასპარეზობაში სასანგრე სტენდზე მსროლელები ჩაებნენ. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე მხოლოდ მრგვალ სტენდზე სროლაში გამოვა, შესაბამისად გუნდისთვის შეჯიბრი 12 სექტემბერს დაიწყება. კონტინენტის უმთავრეს ტურნირზე 6 ქართველი შეეცდება წარმატების მოპოვებას: ქალებში – ნატალია პანასი, კაცებში – დავით და გივი ქვათაძეები, ვლადიმერ ნარჩემაშვილი და თენგიზ იმნაიშვილი, ახალგაზრდებში – ლევან კაპანაძე.

ტურნირზე მთავარ მსაჯად არის მიწვეული ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული თამაზ იმნაიშვილი.

2019 წლის ევროპირველობაზე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება.