საქართველოს ნაკრები საგურამოში ემზადება - შენგელიამ ინდივიდუალურად ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები საგურამოში ემზადება - შენგელიამ ინდივიდუალურად ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადებას განაგრძნობს.

ჩვენმა გუნდმა საგურამოში მეორე ვარჯიში გამართა. „ჯვაროსნებს“ თითქმის ყველა მოთამაშე შეუერთდა. თუმცა ამჯერად საწვრთნელ პროცესში ლევან შენგელია არ მონაწილეობდა – ბრეძნული ოფი-ს ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. დისკვალიფიკაციის გამო უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება.

2024 წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ „ბათუმი – არენაზე“ ჩაატარებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.