საქართველოს ნაკრები მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
„იმედის“ მინიფეხბურთის სტადიონზე, მუშტაიდის ბაღში საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრების პრეზენტაცია გაიმართა .
ეროვნული გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ბესიკ არველაძეა, 3 ივნისს გაემგზავრება სლოვაკეთში, კოშიცეში, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.
კონტინენტის პირველობაზე 24 ქვეყანა მონაწილეობს,: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და სხვები. ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა რუსეთს, მაგრამ ტურნირიდან მოკვეთეს.
ჩვენი გუნდი ევრო 2022-ზე მოხვდა C ჯგუფში, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, ავსტრია და ბულგარეთი. ჩვენი გუნდი პირველ თამაშს მონტენეგროსთან გამართავს.