საქართველოს ნაკრები ლარნაკაში ჩაფრინდა და კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ლარნაკაში ჩაფრინდა და კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ქალაქ ლარნაკაში 15 ივნისს გაემგზავრა.

შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები 16 ივნისს ივარჯიშებენ. მანამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ქარაგუმრუქი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ, ნიქოზია, კვიპროსი).

კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.