საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში გაემგზავრა - გუნდს ტრავმირებული მჭედლიძე დააკლდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის დედაქალაქში 23-კაციანი შემადგენლობით 9 ივნისს ჩარტერული რეისით გაემგზავრა.
მთავარი მომეტები: ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში დაშავდა, გუნდთან ერთადაა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება. კოპენჰაგენში ასევე გაემგზავრნენ საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა, რომლებზეც ვაისმა თქვა, რომ გუნდს ვერ დაეხმარებოდნენ. ეტყობა, მათი მდგომარეობა არც ისე უიმედოა. ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ ლევან მჭედლიძე გამოაკლდა. იტალიური „ემპოლის“ თავდამსხმელი ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა და დანიასთან შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.
საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), საბა კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის „დ” ჯგუფში მესამე ადგილზეა. ჩვენი მეტოქე დანია, ორი ქულით, მეოთხე პოზიციაზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კოპენჰაგენის „თელია პარკენზე“ 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები დღეს კოპენჰაგენის „თელია პარკენზე“ ადგილობრივი დროით 20 საათზე ივარჯიშებს, ხოლო მანამდე ნახევარი საათით ადრე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.