საქართველოს ნაკრები კარტინგ-სლალომის მსოფლიო ჩემპიონატში პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრის გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო თამაშებზე კარტინგ-სლალომის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს ულიდერა. ლიზი ბაგრამოვამ და ნიკა კობოსნიძემ ერთად 1.52,333 წუთი დააფიქსირეს. საქართველოს გუნდმა +6 წამის უპირატესობა მოიპოვა მეორე კვალიფიკაციის შეჯიბრისთვის.
მეორე და მესამე ადგილები კი ლატვიის და პოლონეთის ავტომრბოლელებს ერგოთ. 2 ნოემბერს მეორე საკვალიფიკაციო შეჯიბრი ჩატარდება, ხოლო 3 ნოემბერს ფინალური დაპირისპირება აიღებს სტარტს.
1 ნოემბერს, იტალიაში, ვალელუნგას ავტოდრომზე, 192-მა ავტომრბოლელმა 49 ნაციონალური სპორტის წარმომადგენლობა გააერთიანა. მსოფლიოს სხვადსახვა კუთხიდან წარმოდგენილი ავტომრბოლელები ვალელუნგას ავტოდრომზე ექვს სხვადასხვა კატეგორიაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
კატეგორიები: GT Cup, Touring Car Cup, Formula 4 Cup, Digital Cup, Karting Slalom Cup და Drifting Cup.