საქართველოს ნაკრები ისლანდიაში ცამეტი კალათბურთელით ვარჯიშობს - ყველა მწყობრშია [ვიდეო] #1TVSPORT
რეიკიავიკში ისლანდიასთან სათამაშოდ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლუბ „დრეიდაბლიკის“ დარბაზში ივარჯიშა. ვარჯიშს უფრო მოთელვითი და აღდგენითი ერქვა, თუმცა ილიას ზუროსმა იგი საკმაოდ ყაირათიანად გამოიყენა და გუნდი ტაქტიკურ მონახაზზე, კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა.
ფიბა-ს დებულების თანახმად, გუნდებს სათამაშო არენაზე ვარჯიში თამაშის წინა ორ დღეს ეკუთვნით და რაკი ქართველები 11 ნოემბერს დანიშნულ მატჩამდე 3 დღით ადრე ჩავიდნენ, კერძო კლუბის მომცრო დარბაზში მოუწიათ ვარჯიშმა.
ჩვენი ნაკრები 9 ნოემბერს ორ ვარჯიშს გამართავს. პირველად „ლაუგარდალსჰოლში“, ხოლო საღამოს „დრეიდაბლიკის“ დარბაზს მიაკითხავს. რეიკიავიკში მყოფი ცამეტივე კალათბურთელი მწყობრშია, ტრავმა და ტკივილები არც ერთს აწუხებს. ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია 10 ნოემბერს შეუერთდება. 9-ში ნაკრების კაპიტანს ევროლიგაზე უწევს თამაში, რის შემდეგაც პირდაპირ ისლანდიისკენ გამოფირნდება.
gbf.ge
სატურნირო მდგომარეობა ჯგუფური ეაპის დასრულებამდე 4 ტურით ადრე: