საქართველოს ნაკრები ირლანდიაში გაემგზავრა

20:22, 24.03.2019

საქართველოს ნაკრები ირლანდიაშია და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას დუბლინში შეუდგება.

საქართველოს ნაკრები სასტუმრო რედისონში დაბინავდა, ვლადიმირ ვაისმა პირველი ვარჯიში თბილისის დროით 23:00 საათზე სტადიონ კარლაილ გრაუნდზე დაგეგმა, რაც მედიისთვის დახურული იქნება.

შეეხსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ირლანდიას 26 მარტს ავივა სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი