საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ ისტორიულ მატჩს დღეს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ ისტორიულ მატჩს დღეს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიის ახალ ფურცელს დღეს გადაშლის – 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე თურქეთის ნაკრები იქნება. პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება. ორივე გუნდს აქვს დანაკლისი. საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ამხანაგურ მატჩში მონტენეგროსთან კუნთის ტრავმა მიიღო. მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ ოთარი გუნდს მომდევნო მატჩისთვის, ჩეხეთთან სათამაშოდ დაუბრუნდება.

„ოთარ კიტეიშვილისა და საბა კვირკველიას მდგომარეობას რაც შეეხება, კვირკველია სათამაშოდ მზად არის, ხოლო კიტეიშვილი თურქებთან შეხვედრას გამოტოვებს.

შეკრების დროსაც ვგრძნობდი, რომ ემოციურმა ფონმა გადაიარა და ჩვენი მოთამაშეები ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არიან“, – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

ჩვენი გუნდის შესახებ მოკლედ ისაუბრა თურქების იტალიელმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ:

„გერმანიაში ჩვენი მრავალრიცხოვანი ქომაგის წინაშე თამაში დიდი პატივია. საქართველო რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგეა. ამასთან, სადებიუტო მატჩში ძალიან მოტივირებული იქნება. იოლი მატჩი არ გველის, უნდა მშვიდად ვიყოთ და ორგანიზებულად ვითამაშოთ. აქ ოცნების ასახდენად ჩამოვედით. ამისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ“.

 

ურთიერთშეხვედრები

5 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება


21 აგვისტო, 2002. ამხანაგური. თურქეთი, ტრაბზონი, ჰუსეინ ავნი აქერი. 30000

თურქეთი 3:0 საქართველო

გოლები: 1:0 არიფ ერდემი (8), 2:0 ქიჰან ჰასფოლათლი (51), 3:0 ნიჰათ ქაჰვეჩი (71)

თურქეთი: იომერ ჩათქიჩი (ზაფერ იოზგულთექინი 46, მეთინ აქთაში 80), ბიულენთ ქორქმაზი (კაპ) (ემრე აშიქი 46), ალფაი იოზალანი (უმით ოზათი 73), უმით დავალა (ფათიხ აქიელი 60), ოქან ბურუქი (ნიჰათ ქაჰვეჩი 46), ილდირაი ბაშთურქი (ჰასან შაში 60), თუგაი ქერიმოღლუ (ტაიფურ ჰავუთჩუ 73), ემრე ბელოზოღლუ (ქიჰან ჰასფოლათლი 46), სერჰათ აქინი, არიფ ერდემი, ჰაქან უნსალი

მწვრთნელი: მუსტაფა დენიზლი

საქართველო: გიორგი ლომაია, ლევან კობიაშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ედიკ საჯაია (გელა შეყილაძე 72), გოგა გახოკიძე (კახი კალაძე 46), ლევან ცქიტიშვილი (ლადო ბურდული 46), გიორგი ნემსაძე (კაპ) (გივი დიდავა 71), გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე (ალექსანდრე ამისულაშვილი 80), გიორგი ქინქლაძე (მამია ჯიქია 46), შოთა არველაძე

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მსაჯები: ნიკოლაოს აგელაკისი; გეორგიოს ტარპანიცისი, დიმიტრიოს ბიზაციდისი (საბერძნეთი)


 

4 სექტემბერი, 2004. ფიფა 2006 – შესარცევი მატჩი. თურქეთი, ტრაბზონი, ჰუსეინ ავნი აქერი. 10000

თურქეთი 1:1 საქართველო

გოლები: 1:0 ფათიხ თექე (48), 1:1 მალხაზ ასათიანი (83)

თურქეთი: რუშთუ რექბერი, სერქან ბალჩი, დენიზ ბარიში, იბრაჰიმ ტორამანი, უმით ოზათი, ოქან ბურუქი, ემრე ბელოზოღლუ, ჰასან შაში, თუნჩაი სანლი (გიოქდენიზ კარადენიზი 71), ფათიხ თექე (ჰუსეინ ჩიმშირი 71), ჰაქან შუქური (კაპ) (ნიჰათ ქაჰვეჩი 79)

მწვრთნელი: ერსუნ იანალი

საქართველო: აკაკი დევაძე, კახა მჟავანაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, კახი კალაძე (კაპ), ოთარ ხიზანეიშვილი (გივი კვარაცხელია 90), ლევან ცქიტიშვილი, დავით კვირკველია, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული, ალექსანდრე რეხვიაშვილი (მალხაზ ასათიანი 80), გიორგი დემეტრაძე (ლაშა ჯაკობია 75)

მწვრთნელი: ალენ ჟირესი (საფრანგეთი)

გაფრთხილება: დავით კვირკველია, ჰაქან შუქური, ჰასან შაში, ჰასან შაში, კახი კალაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ნიჰათ ქაჰვეჩი, ოქან ბურუქი, ლაშა ჯაკობია

გაძევება: ჰასან შაში (59)

მსაჯები: ლუის მედინა კანტალიეხო; ფერმინ იბანიეს მარტინესი, ვიტორიო კარასკო ხირალდესი (ესპანეთი)


 

30 მარტი, 2005. ფიფა 2006 – შესარჩევი მატჩი. თბილისი, მიხეილ მესხი. 20000

საქართველო 2:5 თურქეთი

გოლები: 0:1 თოლგა სეიჰანი (10), 1:1 ალექსანდრე ამისულაშვილი (13), 1:2 ფათიხ თექე (18), 1:3 ფათიხ თექე (35), 2:3 ალექსანდრე იაშვილი (40), 2:4 მუსტაფა ქორაი ავჩი (71), 2:5 თუნჩაი სანლი (88)

საქართველო: აკაკი დევაძე (გიორგი ლომაია 21), კახა მჟავანაძე, ოთარ ხიზანეიშვილი (ლაშა სალუქვაძე 19), კახი კალაძე (კაპ), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (ლადო ბურდული 76), მალხაზ ასათიანი, გოგიტა გოგუა, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, მიხეილ აშვეთია

მწვრთნელი: ალენ ჟირესი (საფრანგეთი)

თურქეთი: რუშთუ რექბერი (კაპ), თოლგა სეიჰანი, მუსტაფა ქორაი ავჩი, იბრაჰიმ თორამანი, უმით ოზათი, ჰამიტ ალტინტოპი, ილდირაი ბაშთურქი (ჰუსეინ ჩიმშირი 46), ემრე ბელოზოღლუ, გიოქდენიზ კარადენიზი, ნეჩათი ათეში (თუნჩაი სანლი 63), ფათიხ თექე (ჰალილ ალტინტოპი 87)

მწვრთნელი: ერსუნ იანალი

გაფრთხილება: გოგიტა გოგუა, მუსტაფა ქორაი ავჩი, თოლგა სეიჰანი, რუშთუ რექბერი, გოგიტა გოგუა

გაძევება: გოგიტა გოგუა (81)

მსაჯები: ტერიე ჰოგი; სტეინარ ჰოლვიკი, არილდ სუნდეტი (ნორვეგია)


 

7 თებერვალი, 2007. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 54500

საქართველო 1:0 თურქეთი

გოლი: 1:0 დავით სირაძე (76)

საქართველო: ნუკრი რევიშვილი (გიორგი ლომაია 46), გიორგი შაშიაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი (კაპ), ზაალ ელიავა, ლადო ბურდული (მიხეილ აშვეთია 82), ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, დავით კვირკველია (გოგიტა გოგუა 66), დავით სირაძე (დავით მუჯირი 77), გიორგი დემეტრაძე (ალექსი ბენაშვილი 87)

მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)

თურქეთი: ვოლქან დემირელი, ჰამიტ ალტინტოპი, სერვეთ ჩეთინი, აიდინ თოსქალი, იბრაჰიმ უზულმეზი, საბრი სარიოღლუ (მეჰმეთ თოფუზი 62), თუგაი ქერიმოღლუ (კაპ) (გოქან უნალი 78), მეჰმეთ აურელიო, არდა თურანი (თუმერ მეთინი 62), თუნჩაი სანლი (გოქდენიზ კარადენიზი 46), ჰალილ ატლინტოპი (ფათიხ თექე 46)

მწვრთნელი: ფათიხ თერიმი

გაფრთხილება: ჰამიტ ალტინტოპი, თუგაი ქერიმოღლუ, საბრი სარიოღლუ, ზურაბ მენთეშაშვილი, სერვეთ ჩეთინი, გიორგი ლომაია, თუმერ მეთინი

მსაჯები: რომან ლაიუკსი; სერგეის ბრაგა, იანის პუკიანსი (ლატვია)


 

24 მაისი, 2012. ამხანაგური. ავსტრია, ზალცბურგი, რედ ბულ არენა. 700

თურქეთი 3:1 საქართველო

გოლები: 1:0 ჰამიტ ალტინტოპი (12), 2:0 ნური შაჰინი (39), 2:1 დავით თარგამაძე (51), 3:1 სელჩუკ ინანი (82, პენ)

თურქეთი: ჩენქ გონენი (ფეჰმი მერთ გიუნოქი 62), ეგემენ ქორქმაზი, ისმაილ ქოიბაში, მეჰმეთ ტოპალი, სერდარ ქურთულუში, იომერ ტოპრაკი, ნური შაჰინი (სელჩუკ ინანი 57), ჰამიტ ალტინტოპი (კაპ) (ჩანერ ერქინი 70), მუსტაფა ფექთემექი (უმუთ ბულუტი 61), სერქან სარარერი, გიოქჰან თიორე (არდა თურანი 57)

მწვრთნელი: აბდულა ავჩი

საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე (ბუბა დაუშვილი 46), გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია (გიორგი ფოფხაძე 63), ჯაბა კანკავა (ჯაბა ლიპარტია 72), ზურაბ ხიზანიშვილი (კაპ), დავით თარგამაძე (თორნიკე ოქრიაშვილი 65), სანდრო კობახიძე, ნიკა გელაშვილი (ნიკა ძალამიძე 89), ლადო დვალიშვილი (ლევან მჭედლიძე 46)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: იომერ ტოპრაკი, ლევან მჭედლიძე

მსაჯები: მარკუს ჰამატერი; როლანდ ბრანდერი, კრისტიან ტრუნერი (ავსტრია)