საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევის წილისყრაზე მეოთხე კალათაში მოხვდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში მოხვდა. ბოლო დროს ნაჩვენები დიდი პროგრესის მიუხედავად, ვილი სანიოლის გუნდს მე-3 კალათაში მოსახვედრად სულ მცირე დააკლდა.
1 კალათა
ხორვატია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი (ყველა – ერთა ლიგის კალათა), უნგრეთი, დანია, პორტუგალია, ბელგია, შვეიცარია, პოლონეთი
2 კალათა
საფრანგეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ისრაელი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია, ფინეთი
3 კალათა
უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი
4 კალათა
საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, ჩრდილოეთ მაკედონია
5 კალათა
სლოვაკეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, კვიპროსი, ბელორუსი, ლიეტუვა, გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა, მალტა
6 კალათა
ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტეინი
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ტურნირი ჩატარდება 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე, რათა გაირკვეს უეფა-ს წევრი 23 ეროვნული ნაკრები, რომლებიც შეუერთდებიან ტურნირის მასპინძელ გერმანიას ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირზე. შეჯიბრი დაკავშირებულია 2022-2023 წლების უეფა-ს ერთა ლიგასთან, რაც ასევე უხსნის ქვეყნებს გზას ფინალურ ტურნირზე.