საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ათენში გამართულ ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა ყაზახებს შანსი არ დაუტოვეს და პირველივე ტაიმში ოთხი გოლი გაუტანეს: ანგარიში მე-9 წუთზე ბაკასეტასმა პენალტით გახსნა, ხოლო შემდეგ პელკასმა (15), იოანიდისმა (37) და კურბელისმა (40) სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს.
მეორე ნახევარში საბერძნეთის ნაკრებმა სტუმრებს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა – 87-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ტაპალოვმა ჩაჭრა და ბერძნები პლეი ოფის ფინალში გავიდნენ.