უეფა-მ ახალი ტურნირის – ერთა ლიგის წილისყრისთვის კალათების შემადგენლობა გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტი, D ლიგის პირველ კალათში მოხვდა აზერბაიჯანთან, მაკედონიასა და ბელარუსთან ერთად. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფში მეორე, მესამე და მეოთხე კალათებიდან თითო გუნდი იქნება.
D ლიგაში ოთხი ჯგუფი შედგება და თითოეულში გამარჯვებულები C ლიგაში გადავლენ.
სრულად კალათების შემადგენლობები ასე გამოიყურება:
A ლიგა
I კალათი: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი
II კალათი: საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია
III კალათი: პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია
B ლიგა
I კალათი: ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი
II კალათი: შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია
III კალათი: ჩრ. ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი
C ლიგა
I კალათი: უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია
II კალათი: საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია
III კალათი: ჩერნოგორია, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი
IV კალათი: კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა
D ლიგა
I კალათი: საქართველო, აზერბაიჯანი, ბულარუსი, მაკედონია
II კალათი: სომხეთი, ლატვია, ფარერები, ლუქსემბურგი
III კალათი: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა
IV კალათი: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი
წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში გაიმართება.
ჯგუფური ტურნირი შემოდგომაზე დაიწყება: პირველი ტურის მატჩები 2018 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართება, მეორე ტური – 9-11 სექტემბერი, მესამე ტური – 11-13 ოქტომბერი, მეოთხე ტური – 14-16 ოქტომბერი, მეხუთე ტური (C და D ჯგუფებისთვის) – 15-17 ნოემბერი, მეექვსე ტური (C და D ჯგუფებისთვის) – 18-20 ნოემბერი.