საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 თებერვალს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.
“ჯვაროსნები” 2018 წლიდან ევროპის ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვებიან. ამისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა თადარიგი თავიდანვე დაიჭირა და ნოემბერში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა კვიპროსისა და ბელარუსიის ნაკრებების წინააღმდეგ.
არსებული ცნობებით, საქართველოს ნაკრები ამ პერიოდისთვის თურქეთში მოემზადება და სავარაუდოდ, ეს სპარინგიც თურქეთის ქალაქ ანთალიაში გაიმართება.