საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაფრინდა, სადაც ხვალ ადგილობრივ ნაკრებს „ერთა ლიგის“ პირველ მატჩში დაუპირისპირდება. ჩვენი ფეხბურთელები დღეს საღამოს პირველ ვარჯიშს გამართავენ. დღესვე გაიმართება წინასამატჩო პრეს-კონფერენცია, უშუალოდ შეხვედრა კი ხვალ 18:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.