საქართველოს ნაცვლად მალტაზე - 17-წლამდელები სპარინგში დამარცხდნენ #1TVSPORT
საქართველოს ნაცვლად მალტაზე - 17-წლამდელები სპარინგში დამარცხდნენ #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე და 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებებს, 6 და 8 მარტს რუსთავის აკადემიის მოედანზე მალტელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა სფფ-ის ცნობით, ლოჯისტიკური პრობლემების გამო, მეტოქე ქვეყნის ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.

თუმცა, 17-წლამდელთა გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება და მატჩების გასამართად მალტას თავად ესტუმრა. პირველი მატჩი „ტა-ქაალის“ სტადიონზე გამართა. ჩვენს გუნდს ტრავმის გამო  კაპიტანი, გაბრიელ სიგუა და 35-ე სკოლის შემტევი, გიორგი პარკინაშვილი ვერ დაეხმარნენ.

მატჩის დაწყებამდე მეტოქეებმა უკრაინის მხარდასაჭერად ბანერი გაშალეს. პირველი ამხანაგური მატჩი მალტელების გამარჯვებით დასრულდა 3:1. მე-4 წუთზე შონ გატიმ სტუმართა შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 66-ე წუთზე ლუკა პარკაძემ შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ნინიძეს გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა ბოლო 15 წუთის განმავლობაში შეუტიეს და ლუკას კარუანას და ენსელ ატარდის გოლებით გაიმარჯვეს. მალტასთან მეორე ტესტ-მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 8 მარტს გამართავს.


მალტა – საქართველო 3:1


გოლები: 1:0 შონ გატი (4), 1:1 ლუკა პარკაძე (66), 2:1 ლუკას კარუანა (78), 3:1 ენსელ ატარდი (83)

საქართველო U17: სოსო კოპალიანი, დავით გოგიჩაიშვილი (46. ნიკო ცეცხლაძე), დაჩი ლორთქიფანიძე, თენგო ალიბეგაშვილი (46. ნიკოლოზ ნინიძე), საბა ხარჩილავა, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი რობაქიძე, ალეკო ბასილაძე (46. ლაშა გადილია), ლუკა პარკაძე, დემეტრე ციკოლია, გიორგი ტაბატაძე

მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური


შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება, რომლის მატჩებიც შოტლანდიაში გაიმართება.

ელიტრაუნდი

23 მარტი

გერმანია V საქართველო

26 მარტი

ჩეხეთი V საქართველო

29 მარტი

საქართველო V შოტლანდია