საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დავით ნინიაშვილი უბრუნდება - ამერიკასთან მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დავით ნინიაშვილი უბრუნდება - ამერიკასთან მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

19 აგვისტოს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტმატჩში აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე ბოლო საშინაო თამაშისთვის ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა. რუმინეთის მატჩისგან განსხვავებით, მწვრთნელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დავით ნინიაშვილი, ბექა გიგაშვილი და გიორგი კვესელაძე უბრუნდებიან – ისინი 19 აგვისტოს შეხვედრას სასტრატო შემადგენლობაში დაიწყებენ.

საქართველო:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა. 9 ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: 1. ნიკა აბუალაძე. 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. დემე თაფლაძე, 23. მირიან მოდებაძე

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო

23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო