საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა დაამარცხა | ნოემბრის ტესტ მატჩები [ფოტო]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა დაამარცხა | ნოემბრის ტესტ მატჩები [ფოტო]

საქართველო – ტონგას დაპირისპირების პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ ერთ ქულიანი სხვაობით მოიგეს – 7:6.

თამაშის მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს – 10:9.

64-ე წუთზე მოედანზე ახლად შესული მერაბ კვირიკაშვილმა რაქში არასწორი მხრიდან ითამაშა და მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა. ტონგელებმა  საჯარიმოს გატანა კარგი პოზიციიდან ვერ მოახერხეს და ანგარიში უცვლელი დარჩა.

სამიოდ წუთში „ბორჯღალოსნები“ მეტოქის ნახევარზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გადავიდნენ. ქართველმა მორაგბეებმა დერეფნიდან კვლავ მოლი ააგორეს და მეტოქის ლელოს მიუახლოვდნენ, თუმცა ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს და მსაჯმა მასპინძლებს ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნა. თედო აბჟანდაძემ ბურთი ძელებს შორის გააძვრინა და კაცნაკლული საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით დააწინაურა.

79-ე წუთზე ტონგელები საქართველოს ნახევარზე იყვნენ, თუმცა „ბორჯღალოსნებმა“ თავი კარგად დაიცვეს და სტუმრები შეტევაში დაჯარიმდნენ.

ბოლო წამებზე მასპინძლები მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში დამკვიდრდნენ და მრავალფაზიანი შეტევა ზურაბ ჟვანიას ლელოთი დასრულდა. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ტონგა ანგარიშით – 20:9 დაამარცხა.