საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება დაიწყო - ლევან მაისაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
20 ივნისიდან საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომაზე გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს – „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება.
შემადგენლობაში 39 მორაგბეა, თუმცა საწყის ეტაპზე შეკრებას 37 დაიწყებს – თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე კი გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან, ისინი ამჟამად 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საამხრეთ აფრიკაში მსოფლიო თასზე სათამაშოდ ემზადებიან.
39 მორაგბიდან, რომლებიც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან, 22 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გუნდში 18 მორაგბე „შავი ლომიდანაა“, 21 კი ლეგიონერია. 19 წლის ლუკა ხორბალაძე ნაკრების ერთადერთი წევრია, რომელსაც „ბორჯღალოსნების“ რიგებში ჯერ არ უთამაშია. ის ნაკრებში თბილისის „ლელოდან“ მოხვდა, თუმცა ახალ სეზონს საფრანგეთში, „ლიონში“ დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგნელობა:
შერკინება: ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გურამ პაპიძე („პო“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), ოთარ გიორგაძე („მონტობანი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („ბეიონი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), ოთარ ლაშხი („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“), ლუკა ხორბალაძე („ლიონი“).