საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბა და პირველი ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ „შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბნენ და პირველი ვარჯიში გამართეს. მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შეკრებაზე 39 მორაგბე გამიძახა. თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან, ისინი ამჟამად 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საამხრეთ აფრიკაში მსოფლიო თასზე სათამაშოდ ემზადებიან.
მათ გარდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, საფრანგეთის ტოპ 14-ის მოთამაშეებს, ბექა საღინაძესა და გურამ გოგიჩაშვილს მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. მცირე ტრავმა აქვს ბექა გიგაშვილს. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადიან დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე და ლუკა ჯაფარიძე. საწყის ეტაპზე მათ ჯანმრთელობაზე სამედიცინო ჯგუფის წევრები იზრუნებენ.
39 მორაგბიდან, რომლებიც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან, 22 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა.
საქართველოს ნაკრების შემადგნელობა:
შერკინება: ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გურამ პაპიძე („პო“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), ოთარ გიორგაძე („მონტობანი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („ბეიონი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), ოთარ ლაშხი („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“), ლუკა ხორბალაძე („ლიონი“).
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო